niko-mari

четверг, 11 марта 2010 г.

ტკივილი

დავით ღუღუნაძე

V კლ.

ტკივილი

რა არის ტკივილი? – ტკივილი არის შიშისმომგვრელი გრძნობა ნებისმიერი სულიერისათვის. რამდენჯერ გვინახავს ნაცემი ცხოველის თვალებში ჩამდგარი ტკივილი, ან მტაცებლის მიერ დაჭერილი მსხვერპლის ტკივილიანი ხმა. თუ ყურს კარგად მივუგდებთ ბუნებას, გავიგონებთ მოჭრილი ხის ტკივილსაც.

ბუნების ხან ტკივილიანი ხანაც სიხარულით აღსავსე ხმა ყველაზე კარგად ესმოდა დიდ ვაჟა-ფშაველას. მას გულს უკლავდა დაობლებული შვლის ნუკრის ტკივილი. გულგრილი მონადირე ერთი წუთითაც არ დაფიქრებულა იმაზე რომ შველსაც, ბუნების ამ საოცრებასაც უნდა სიცოცხლე, ერთი წუთითაც არ უფიქრია მის დაობლებულ შვილზე, პირიქით ალბათ ნუკრი რომ ეპოვა სიამოვნებით გამოსჭრიდა ყელს. სასტიკმა ადამიანმა შეუხორცებელი იარა დააჩნია ნუკრს, მას არასოდეს დაავიწყდება დედის მკვლელობის სურათი, არასოდეს გაუნელდება ეს ტკივილი, არასოდეს დაავიწყდება ობლობა, შიშით გატარებული ბავშვობა. ალბათ მას აღარასოდეს ექნება ადამიანების ნდობა. როდესაც ბავშვობაში ვკითხულობთ შვლის ნუკრის ამბავს გვეტირება, განვიცდით, მაგრამ შემდეგ რა გვემართება? ჩვენ ხომ შეგვიძლია ათასი საშინელება ჩავიდინოთ.

პაოლო იაშვილს პატარა ფიჭვების ტკივილიანი ცხოვრება აწუხებს. “ხე ხომ არავის არ ეცოდება, მით უმეტეს, ქარხნის პატრონსფიცრის დამხერხავს.” საცოდავ ფიჭვებს უამრავი ტკივილი მიაყენეს, ჯერ მათი გამზრდელი ბებერი ფიჭვი მოჰკლეს, ამით მათ პირველი ტკივილი მიაყენეს, შემდეგ თვითონ ტყუპები მოსჭრეს, ორივე გააშიშვლეს დახერხეს და ტივად შეკრული მდინარეში გადაუშვეს, ეს მათი მეორე ტკივილი იყო. ტყუპები ერთმანეთს ეკვროდნენ, ეხვეოდნენ, არ უნდოდათ ერთმანეთთან დაშორება, მაგრამ მათი ხმა ხომ არავის ესმოდა. . . მათ ერთმანეთთან განშორების ტკივილიც აგრძნობინეს. უკანასკნელად ერთმანეთს შეხვდნენ კედელზე გაკრულები, ერთმანეთს ვერც ხედავდნენ ვერც ეხვეოდნენ. კალატოზმა შელესვა დაიწყო. “დებს თვალები შეეკრათ, შული შეეხუთათ, შელესვა რომ გათავდა, აღარ იყო მეოთხე ტკივილი, იყო სამუდამო სიჩუმე: სიკვდილი”. ისე დადუმდნენ ტყუპები, რომ მათი ტკივილი არც კი შეუმჩნევია ადამიანს.

თუმცა რაზე ვლაპარაკობ. . . ჩვენ ადამიანები, ხომ ასე ადვილად ვაყენებთ ერთმანეთს ტკივილს. რა ხშირად ვხედავთ ფიზიკური ტკივილით დატანჯულ ადამიანებს, მაგრამ რა მოსატანია ფიზიკური ტკივილი იმ ტკივილთან რასაც სული განიცდის. დანით მიყენებულიჭრილობა ადვილად გამრთელდება, ხოლო სიტყვით სულისათვის მიყენებული ჭრილობა ვერ განიკურნება. შეურაცხყოფითა და დამცირებით მიყენებული ტანჯვა უფრო ძნელი ასატანია, ვიდრე ხორციელი ტკივილი.

ადამიანებს სულიერ ტკივილს აყენებს ახლობლის ფიზიკური ტკივილი. ხანდახან ჩვენ სულიერ ტკივილს თვითონ ვაყენებთ საკუთარ თავს. როდესაც გავაცნობიერებთ რომ ცუდად მოვიქეცით, სინდისის ქენჯნას განვიცდით. სინდისის ქენჯნა სულიერი ტკივილია. შეიძლება გათავისუფლდეს ამ ტკივილისგან ადამიანი? – ალბათ შეიძლება, აქეთ გადადგმული პირველი ნაბიჯი არის შეცდომის აღიარება და მონანიება. შემდეგ თუ გვაპატიებენ ტკივილიც მიყუჩდება. მიღებულმა პატიებამ არ უნდა დაგვავიწყოს დაშვებული შეცდომა, იგივე ტკივილი აღარასოდეს უნდა მივაყენოთ არც სხვას და არც საკუთარ თავს......

rusuli txzulebebi



stela arutinova

четверг, 4 марта 2010 г.

აქცია - მხატვრული კითხვა

დასწყებით და საბაზო საფეხურის კლასებში IX კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს სხვადასხვა ნაწარმოებები ბუნებაზე. ბავშვებმა იმსჯელეს თემაზე - ბუნება და ადამიანი. დაწერეს თხზულებები.