niko-mari

среда, 18 ноября 2009 г.

,,ბუნება მბრძანებელია''

პროექტის სახელი: ,,ბუნება მბრძანებელია’’

პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები დაამუშავებენ ბუნების დაცვის პრობლემას, როგორც ლიტერატურული, ასევე ეკოლოგიური კუთხით. შექმნიან slide show-, აჩვენებენ თანატოლებს, დაამზადებენ ბროშურებსა და პლაკატებს, შექმნიან ჟურნალს, მოაწყობენ გამოფენებს, აქციებს და ..

პროექტის სრული აღწერა: პროვიცირებისათვის მოსწავლეებს ვაჩვენებთ slide show-. გონებრივი იერიშით ჩამოვწერთ იმ პრობლემებს, რასაც მოსწავლეები გლობალურად თვლიან და ჩამოვყალიბდებით ერთ თემაზე _ ადამიანი და ბუნება _ ეკოლოგიური კატასტროფები და ადამიანის როლი. შემდეგ დაისახება გეგმა, განაწილდება საქმე ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით და...

მოსაწავლეები დაამუშავენებ მხატვრულ ნაწარმოებებს, რომლებშიც ფლორისა და ფაუნის მიმართ ადამიანის შეუბრალებლობასა და გულქვაობაზე ან, პირიქით, ბუნების სიყვარულზე და მოფრთხილებაზეა საუბარი; მოიძიებენ ინფორმაციას ჩვენი ქვეყნის ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ და განიხილავენ ამ პრობლემას გლობალურ ჭრილში; დაამუშავენებ ზოგადად ბუნების დაცვის აუცილებლობის საკითხს; სასურველია, სტატისტიკური მონაცემებიც წარმოადგინონ; აიღებენ ინტერვიუებს კომპეტენტური პირებისაგან; მოიძიებენ ფოტომასალას, შექმნიან ბროშურებს, პლაკატებს, slide show- და მოაწყობენ აქციებს: 1. დაბალი კლასის მოსწავლეებს წაუკითხავენ მცირე ზომის მხატვრულ ნაწარმოებებს ან ამონარიდებს და განუმარტავენ ბუნების სიყვარულისა და დაცვის აუცილებლობას. 2. სხვადასხვა კლასებში აჩვებენებენ სლიდე სჰოწ-, დაარიგებენ ბროშურებს, რომელზეც ერთგვარი მოწოდებებიფრთიანი გამოთქმები და .. იქნება დაწერილი; 3. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები შექმნიან ნახატებს და მოაწყობენ გამოფენას; 4. დაწყებითი და საშუალო საფეხურის მოსწავლეები ერობლივად შექმნიან პლაკატებს და მოაწყობენ აქციას _ მსვლელობას მოწოდებით: ,,არ მოჭრა ხე’’, ,,დარგე ხე’’ და . (სასურველია აქცია-მსვლელობა მოეწყოს ახალი წლის წინა პერიოდში); 5. მოსწავლეები თვითონაც დარგავენ ხეებს; 6. ჩაატარებენ ლიტერატურულ საღამოს ან სპექტაკლს (ან ორივეს _ გააჩნია, რამდენი ბავშვი და მასწავლებელი იქნება ჩართული ამ პროექტში); 7. თავადაც შექმნიან მცირე ზომის ნაწარმოებებს, ჩანახატებს, ზღაპრებს; 8. დამუშავებულ მასალებსა და შექმნილ ტექსტებს გამოსცემენ ჟურნალის ან კრებულის სახით; მასალებს განათავსებენ ინტერნეტში.

პროექტი დაიწყება აქცია-მსველობით და დამთარდება ხეების დაერგვით.

მონაწილეთა ასაკი: დაწყებითისა და საბაზო საფეხურის მოსწავლეები.

ვადები/ხანგრძლივობა: 3 თვე (სავარაუდოდ, დეკემბრის ბოლოდან მარტის ბოლომდე).

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: 1. მინი-ლექციები სხვადასხვა კლასებში (განახორციელებენ საბაზო საფეხურის მოსწაველეები სლიდე slide show-, გამოყენებით); 2. მხატვრული კითხვა (საბაზო საფეხურის მოსწავლეები შევლენ დაწყებით კლასებში); 3. გუნდური მუშაობა (საბაზო საფეხურის მოსწავლეები შეაჯერებენ, დაამუშავებენ, გააანალიზებენ სხვადასხვა სახის ტექსტებს); 4. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები შექმნიან ნახატებს ამ თემაზე, ასევე გააკთებენ წაკითხული ტექსტების ილუსტრაციებს; და ..

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:

1.შედეგად, მოსწავლეებმა უნდა გაითავისონ ეს პრობლემა, შეიყვარონ ბუნება - უარი თქვან, თუნდაც, ბუნებრივი ნაძვის ხეების მოჭრასა და შეძენაზე.

2. ერთი კონკრეტული უბნის, სკვერისა თუ ქუჩის გამწვანება;

3. შეიქმნება ჟურნალი ან კრებული;

4. განთავსდება საინტერესო მასალა ინტერნეტში.

სარგებელი სხვებისთვის: თითოეული დარგული ხე, თავისთავად, სარგებელია ნებისმიერი ადამიანისათვის. უმთავრესი სარგებელი კი მოზარდთა დამოკიდებულების შეცვლაა ბუნებისადმი. თავისთავად, საინტერესო იქნება მოსწავლეთა მიერ შეკრებილი ინფორმაცია, ერთგვარი კვლევა და შექმნილი ნაწარმოებები. ისტის გამოყენბით სხვებიც გაიზიარებენ ამ ცოდნას.

სამუშაო ენა: ქართული, რუსული.

საგნებთა/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

ქართული ენა და ლიტერატურა - დაწყებითი საფეხური:

§ სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა და გადმოცემა;

§ სხვადასხვა სახის ტექსტების შეგნებულად, გააზრებულად კითხვ;

§ საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების დახვეწა;

§ მხატვრული ტექსტების შექმნა;

§ მოსმენილი ან წაკითხული მხატვრული ნაწარმოების დაკავშირება პირად გამოცდილებასთან;

§ ტექსტის ეპიზოდების ერთმანეთთან დაკავსირება და მთავარი თემის განსაზღვრა;

§ გმირის საქციელის ზნეორრივი შეფასება;

§ სხვადასხვა ლიტერატურული ჟანრის ტექსტის მოსმენა, წაკითხვა და საკუთარი ემოციებისა და აზრის გამოხატვა;

ქართული ენა და ლიტერატურა - საბაზო საფეხური:

§ სხვადასხვა სახის ტექსტების მოსმენ და აღქმა;

§ აზრის გამოთქმისთვის შესაფერისი ემოციური ელფერის მქონე სიტყვებისა და ფრაზების შერჩევა და მათი კონტექსტში ჩასმა;

§ სხვადასხვა სირთულის და სხვადასხვა სახის (შემოქმედებითი, შემეცნებითი, პრაგმატული) ტექსტების გამართულად წერა განსხვავებულ თემებზე;

§ საკუთარი კომუნიკაციური ქცევების ადეკვატურად შეფასება და სათანადოდ წარმართვა;

§ საკუთრი ნაწერის რედაქტირება და კორექტირება;

§ ლიტერატურილ ნაწარმოებსი ასახული მოვლენებისა და პრობლემების დაკავშირება სუბიექტურ გამოცდილებასთან;

§ სხვადასხვა ლიტერატურულ ნაწარმოებსი გამოკვეთილი პრობლემატიკის ერთმანეთთან დაკავშირება, შედარება და შეპირისპირება;

§ ნაწარმოებში არსებული პრობლემური საკითხების არაერთმნიშვნელოვანი და არასწორხაზოვანი ინტერპრეტაცია;

§ ლიტერატურის მნიშვნელობის გააზრება ადამიანური გამოცდილების სხვადასხვაგვარი გამოვლენის განვითარებისთვის;

§ სხვადასხვა ჟანრისა და სახის ტექსტების წერილობითი სტრუქტურირება და ორგანიზება.

საბუნებისმეტყველო მოცნიერებები:საბუნებისმეტყველო დისციპლინების სწავლების მიზანია, აზიაროს მოსწავლე მეცნიერების საფუძვლებს და განუვითაროს კვლევის უნარ-ჩვევები, რაც მას საშუალებას მისცემს შეიცნოს და გაითავისოს სამყარო, ჩაერთოს საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა სფეროსი, იგრზნოს პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, საზოგადოებისა და გარემოს მიმართ.ბუნ.IX. 3. მოსწავლე იკვლევს გარემო ფაქტორების ზეგავლენას ორგანიზმის ჯანმრთელობაზე და მსჯელობს მდგრადი განვითარების მნიშვნელობაზე.

საბუნებისმეტყველო მოცნიერებები:

საბუნებისმეტყველო დისციპლინების სწავლების მიზანია, აზიაროს მოსწავლე მეცნიერების საფუძვლებს და განუვითაროს კვლევის უნარ-ჩვევები, რაც მას საშუალებას მისცემს შეიცნოს და გაითავისოს სამყარო, ჩაერთოს საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა სფეროსი, იგრზნოს პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, საზოგადოებისა და გარემოს მიმართ.

ბუნ.IX. 3. მოსწავლე იკვლევს გარემო ფაქტორების ზეგავლენას ორგანიზმის ჯანმრთელობაზე და მსჯელობს მდგრადი განვითარების მნიშვნელობაზე.

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები: აცნობიერებს ისტ-ის საშუალებებოს გამოყენების ეთიკურ, კულტურულ და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ პრობლემებს;იყენებს ისტ-ს სწავლის გასაუმჯობესებლად და შემპქმედებითი პროცესის წასახალისებლად;იყენებს ისტ-ის საშუალებებს ინფორმაციის სხვადასხვა წყაროებიდან მიღების, მათი შემდგომი შეფასებისა და ანალიზისთვის; იყენებს ისტ-ის საშუალებებს საყოფაცხოვრებო ამოცანების ამოხსნის, რეალური სიტუაციის შესატყვისი პრობლემების გადაჭრის გზების დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით; და ა.შ.

შეფასება: რუბრიკა-1; რუბრიკა-2

პროექტის ფასილიტატორი: ნინო ნასყიდაშვილი

ფასილიტატორის ელ.ფოსტა: nino.nas.mas@gmail.com

პროექტის ფორუმი:

პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://ninonasmas.blogspot.com/



Комментариев нет:

Отправить комментарий